განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით უმაღლეს სასწავლებლებში ფინალური გამოცდები შეზღუდვების შემსუბუქების მეექვსე ეტაპზე ჩატარდება. რაც შეეხება შუალედურ გამოცდებს, მინისტრი ამბობს, რომ სასწავლებლებმა სამინისტროს რეკომენდაციით ადაპტირება მოახერხეს.

გარდა ამისა, პროფესიული სასწავლებლები, რომლებმაც მუშაობა პანდემიის გამო შეწყვიტეს სწავლას შეზღუდვების შემსუბუქების მეექვსე ეტაპზე განახლდება.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების დაცვა მოდება ინდივიდუალური გრაფიკის მიხედვით სტუდენტისა და ხელმძღვანელის საფუძველზე.

ჩხენკელი ამბობს, რომ უახლოეს დღეებში მას შეხვედრა ექნება რეაქტორებთან, რათა თვის ბოლოს პრაქტიკული და ლაბორატორიული სწავლება განახლდეს. მისივე განმარტებით, უნივერსიტეტები ინდივიდუალურ გრაფიკს შეადგენენ და უსაფრთხოების ყველა ზომას დაიცავენ.

ამავე თემაზე: