პარაზიტის პრემიერიდან 1 წელი გავიდა — რა გზა განვლო ფილმმა
2019 წლის 21 მაისს კანის კინოფესტივალზე სამხრეთ კორეელი რეჟისორის, ბონგ ჯუნ ჰოს ფილმის Parasite პრემიერა შედგა. სწორედ იმ დღიდან ამ კინოსურათის დაუჯერებელი წარმატებებით სავსე თავგადასავალი დაიწყო, კინოსამყაროში კი მნიშვნელოვანი ცვლილებების მოწმე გავხდით.
სწორედ ამ საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად ფილმის დისტრიბუტორმა კომპანია Neon-მა ხუთწუთიანი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში პარაზიტის მიღწეული ყველა მნიშვნელოვანი წარმატება და ამ კინოსურათით აღფრთოვანებული მსოფლიოს ემოციებია თავმოყრილი.
"თუ სუბტიტრების ერთინჩიან ბარიერს გადალახავთ, მაშინ უამრავ კიდევ უფრო საოცარ ფილმს აღმოაჩენთ", — ამბობს ამ ვიდეოს ერთ-ერთ ნაწყვეტში ბონგ ჯუნ ჰო და მან მართლაც შეძლო, რომ დასავლური პუბლიკა არაინგლისურენოვანი კინოთი უფრო მეტად დაეინტერესებინა.
პარაზიტის მსოფლიო პრემიერა კანის კინოფესტივალზე შედგა და პირველი აღიარებაც იქ მოიპოვა: ის წლის საუკეთესო ფილმად დასახელდა და პირველ სამხრეთ კორეული კინოსურათი გახდა, რომელსაც ოქროს პალმის რტო გადაეცა.
კიდევ არაერთი წარმატების შემდეგ კი ფილმის ოდისეა ორი ისტორიული გამარჯვებით დაგვირგვინდა: პარაზიტი ჯერ ოქროს გლობუსზე დასახელდა საუკეთესო უცხოენოვან ფილმად, შემდეგ კი ოსკარების დაჯილდოებაზე ოთხ ნომინაციაში გაიმარჯვა, მათ შორის წლის საუკეთესო ფილმის კატეგორიაში და ამით პირველი არაინგლისურენოვანი ფილმი გახდა, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო.
კინომოყვარულებისა და კრიტიკოსების აღიარებასთან ერთად ფილმი საოცრად წარმატებული აღმოჩნდა კინოგაქირავებაშიც: მსოფლიო შემოსავლებმა $266.9 მილიონი შეადგინა.
როგორც უკვე ვიცით, პარაზიტის ისტორია ამით არ სრულდება და ბონგ ჯუნ ჰო გეგმავს, რომ HBO-სთვის ფილმის მიხედვით ექვსეპიზოდიანი სერიალი გადაიღოს.
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
-
გადახედვაპუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს პუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს
-
-
-
გადახედვანაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა ნაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
კომენტარები