2020 წლის აპრილში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ $79,1 მილიონი (250,8 მლნ ლარი) შეადგინა. ეროვნული ბანკის გამოთვლით, ეს მონაცემი 42,3 პროცენტით (58 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2019 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 89,6 პროცენტი 12 პარტნიორ ქვეყანაზე მოდის. მათგან ასეთი გზავნილების მოცულობამ აპრილში $1 მილიონს გადააჭარბა. იმავე 12 ქვეყანაზე გასული წლის აპრილში მთელი ფულადი გზავნილების 89 პროცენტი მოდიოდა.

ფოტო: ეროვნული ბანკი

2020 წლის აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ $10 მილიონი (31,7 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის აპრილის (19,1 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 47,7 პროცენტით ნაკლებია.