ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე მიისვე სისხლის სამართლის საქმეზე დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამით პროკურატურისა და სასამართლო სისტემის მიკერძოებულობა ისევ დადასტურდა. ხაზარაძის თქმით, ამ დასკვნით გამოჩნდა, რომ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეეების არსებობს. მისი აზრით ეს ანაკლიის პროექტის გაჩერებისკენ იყო მიმართული.

"გამოქვეყნდა დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტიზის დასკვნა სადაც ჩემი და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული საქმე გამოიძიეს. დაიდო კიდევ ერთი დოკუმენტი, სადაც არათუ ფულის გათეთრებასთანაა საქმე, არამეს, არანაირი დანაშაულებრიივ ნიშნები არ მოიპოვება", — აცხადებს ხაზარაძე.

დღეს, 14 მაისს საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტის, პოლინ დევიდის დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნაში აღნიშნულია, რომ არ არსებობს რაიმე საფუძველი იმის დასამტკიცებლად, რომ მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ ან ავთანდილ წერეთელმა, ინდივიდუალურად ან ჯგუფურად, ფულის გათეთრების დანაშაული ჩაიდინეს.

ექსპერტის დასკვნის თანახმად, არ არსებობს რაიმე ქმედება, რომელიც ფულის გათეთრების დანაშაულს დაადასტურებდა. მისივე თქმით, ბრალდებულთა ქმედებები, რომელსაც პროკურატურა ეყრდნობა, არ სცდება იმ ფაქტებს, რომლის დამტკიცების შემთხვევაში, შესაძლოა ქონების უკანონო დაუფლებას უკავშირდებოდებოს.

მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმის შესასწავლად საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ კონკურსი 2019 წლის ნოემბერში გამოაცხადა. როგორც TI-ში აცხადებენ, 2020 წლის იანვარში შეირჩა პოლინ დევიდი, პრაქტიკოსი ადვოკატი სიდნეიდან 30-წლიანი გამოცდილებით, ავსტრალიის ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ექსპერტი ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში.

TI-ში აცხადებენ, რომ ექსპერტს ყველა მასალა ინგლისურ ენაზე მიაწოდეს და ის თებერვალში რამდენიმე დღით საქართველოშიც იყო ჩამოსული. ვიზიტის დროს ის საქმის დეტალების მცოდნე სხვადასხვა პირებსა და უწყებების წარმომადგენლებს, მათ შორის ბრალდებულებს, პრაქტიკოს იურისტებს, და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს.

როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, პოლინ დევიდი ეროვნული ბანკის წარმომადგენლებსაც შეხვდა, ხოლო პროკურატურის წარმომადგენლებმა მასთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს, თუმცა მათ მიერ დაქირავებული უცხოელი ექსპერტების მიერ მომზადებული დასკვნა მიაწოდეს.