მთავრობის გადაწყვეტილებით, ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული ეკონომიკის გახსნა დაჩქარდა და შეზღუდვების ნაწილი ისევ მოიხსნა. კერძოდ, დღეს, 18 მაისიდან:

გარდა ამისა, 14 მაისიდან, სრულად გაიხსნა მოძრაობა რუსთავსა და გარდაბანში. ეს ქალაქები დაახლოებით ერთი თვის წინ, თბილისთან, ქუთაისთან და ბათუმთან ერთად ჩაკეტეს.

ასევე, 14 მაისს ცნობილი გახდა, რომ ბოლნისის ორ სოფელში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა. კერძოდ, სოფელ გეტაში 8, სოფელ მუშევანში კი 7 შემთხვევა დადასტურდა. შედეგად, 15 მაისის დილის 6 საათიდან სოფელი გეტა იზოლაციაში მოექცა. მთავრობის დადგენილებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში შეზღუდვები 18 მაისის შემდეგაც გაგრძელდება.

რა გაიხსნა აქამდე

შეგახსენებთ, რომ შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა აქამდეც. კერძოდ:

  • 11 მაისიდან გაიხსნა ჩაკეტილი თბილისი;
  • 11 მაისიდანვე, ქვეყნის მასშტაბით გაიხსნა ყველა სახის წარმოება და ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზია, რომელსაც აქვს შესასვლელი ქუჩიდან. შეზღუდვები კვლავ ეხება ტანსაცმლის/ფეხსაცმლის მაღაზიებსა და სავაჭრო მოლებს;
  • აღდგა სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირება;
  • ისევ მუშაობს ავტოსამრეცხაოები/ავტოსერვისები;
  • უკვე შესაძლებელია კომპიუტერის, პირადი და საყოფაცხოვრებო საქონლის რემონტი;
  • დაშვებულია სამშენებლო მასალების წარმოება, მშენებლობა და სამშენებლო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა.
  • დასაშვები გახდა მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება და ტაქსების ოპერირება;
  • ამოქმედდა ონლაინ ვაჭრობა;
  • შესაძლებელი გახდა ნებისმიერ პროდუქტზე მიტანის სერვისით სარგებლობა;
  • გაიხსნა ღია ტიპის აგრარული ბაზრების ნაწილი.

მთავრობის გეგმით, 15 ივნისიდან ადგილობრივი ტურიზმის სერვისები გაიხსნება, ხოლო პირველი ივლისიდან საქართველო უცხოელ ტურისტებს მიიღებს.

რა შეზღუდვები რჩება ძალაში

ამოქმედებული შეზღუდვებიდან ისევ ძალაში რჩება ე.წ. კომენდანტის საათი. მოქალაქეს, ვინც გარეთ გავა 21 საათიდან დილის 6 საათამდე, 3-ათასლარიანი ჯარიმა ემუქრება. ისევ არ ამუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

გარდა ამისა, სამ ადამიანზე მეტის შეკრებაზე შეზღუდვის მოხსნა არ ნიშნავს, რომ დაშვებულია საპროტესტო აქციების გამართვა. შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება საგანგებო მდგომარეობის დეკრეტით არის შეზღუდული.

ჯერჯერობით ისევ დახურულია სავაჭრო მოლები და რესტორნები, მათ შორის, ღია ტიპის. 22 მაისამდე ძალაში რჩება საგანგებო მდგომარეობაც.