იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის აზრით, მმართველი გუნდი ე.წ. პოლიტპატიმრების "იწილო-ბიწილოზე" ბევრ დროს ხარჯავს. მისი თქმით, თემა დახურულია. ამ საკითხზე მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.

"მემგონი კარგი იქნებოდა ეს ჩემი სუბიექტური აზრია, რომ მათ ე.წ პოლიტპატიმრების იწილო-ბიწილოზე ჩვენ ბევრ დროს ვხარჯავთ მგონი, თემა არის დახურული. მომლაპარაკებლები, ვინც იქ იყვენენ, ამბობენ რომ ამაზე არავითარი დაპირება არ ყოფილა [...] პარტიის წარმომადგენლები ვინც ვიყავით პარტიის წარმომადგენლები და უმრავლესობის ინსტრუქციების ფარგლებში ვმოქმედებდით, არც 8 მარტსაც ჩვენს მომლაპარაკებლებს სხვა ინსტრუქცია არ ჰქონიათ", — თქვა თეა წულუკიანმა.

წულუკიანის აზრით, საზღვარგარეთიდან ის პოლიტიკოსები, რომლებიც კრიტიკულ განცხადებებს ავრცელებენ, მმართველ გუნდთან დაპირისპირებული პოლიტიკოსების გულშემატკივრები არიან.