დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე კითხვას დასრულდა თუ არა სლოგანი "დარჩი სახლში" პასუხობს, რომ "დავრჩეთ მაგრამ ხანდახან გამოვიდეთ". ამ თემაზე მან სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.

"ცოტა რთული კითხვაა, მოდით ასე ვთქვათ — დავრჩეთ, მაგრამ გამოვიდეთ ხოლმე ხანდახან, იმიტომ რომ გაზაფხულია, სეირნობა შეიძლება რა თქმა უნდა, სუფთა ჰაერი კარგია. მაქსიმალურად ისევ ვეცადოთ, [რეკომენდაციების დაცვას] მაგალითად ხანდაზმულები, როცა დაიწყებენ სახლიდან გასვლას, ბავშვები, რა თქმა უნდა უნდა, გავასეირნოთ, ოღონდ ვეცადოთ რომ მაქსიმალურად დავიცავთ სოციალური დისტანცია", — თქვა პაატა იმანძემ.

მისი თქმით, შეგვიძლია "დარჩით სახლში" სლოგანი შევცვალოთ სლოგანით — ვისწავლოთ კოვიდთან ერთად ცხოვრება.