არ ველოდებით, რომ სექტემბერში სწავლა ვერ განახლდება — პაატა იმნაძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის თქმით, არ აქვთ მოლოდინი, რომ სექტემბრისთვის სასწავლო პროცესი ვერ განახლდება. ამის შესახებ პაატა იმნაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
თუმცა, იმნაძემ ასევე აღნიშნა, რომ მაღალი ალბათობით, კორონავირუსი ზამთარში კვლავ იქნება.
"არ ველოდებით, რომ სექტემბერში სწავლა ვერ განახლდება. ზაფხული და შემოდგომის დასაწყისი ძალიან დიდი ალბათობით, იმედი გვაქვს, რომ იქნება შედარებითი სიმშვიდის და სიწყნარის პერიოდი კორონავირუსთან დაკავშირებით. თუმცა, სამწუხაროდ, ასეთია მსოფლიო მეცნიერების პროგნოზები, რომ კორონავირუსის გაქრობის იმედი არ უნდა გვქონდეს. თუ ჩვენ არ გვექნა ეფექტიანი ანტივირუსული საშუალება ზამთრისათვის, თუ ჩვენ არ გვექნა ვაქცინა, რომელიც ასევე ნაკლებ მოსალოდნელია, რომ უკვე ზამთრისთვის იყოს დედამიწის მოსახლეობისათვის, რა თქმა უნდა, დიდი ალბათობა არსებობს იმის, რომ ზამთარში კორონავირუსი ისევ მოტრიალდება", — თქვა მან.
მანვე აღნიშნა, რომ ცუდი სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ, რადგან "ყოველთვის ჯობია მზად იყო, ვიდრე მოუმზადებელი დახვდე რაღაც საფრთხეს".
ამავე პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა თქვა, რომ ერთადერთ საშუალებად ისევ რჩება პრევენციული ღონისძიებები.
"სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებს უნდა ჰქონდეთ მზაობა, რათა სწორად მოხდეს ყოველდღიურად ბავშვების მიღება, გამოუმუშავონ მათ სწორი ჰიგიენური წესები, რათა დაცული იყოს მათი ჯანმრთელობა და ეს საჭიროა არამარტო კორონავირუსისგან დასაცავად, არამედ სხვა უამრავი დაავადებისგან", — თქვა მან.
NCDC-ის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემაც აღნიშნა, რომ პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენა არის ერთ-ერთი მთავარი იარაღი ამ ტიპის დაავადების პრევენციისთვის.
"კარგი გაკვეთილი მივიღეთ და ეს ზაფხული უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მეტი მზადყოფნა გვქონდეს შემოდგომის მიწურულისთვის", — დასძინა მან.
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი მამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
-
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვა2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს 2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს
-
გადახედვაემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი ემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
-
გადახედვააზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია აზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია
კომენტარები