13 მაისიდან კრეატიული სააგენტო ALIENS იწყებს კონკურსს, რომელშიც მონაწილეობის მიღება ნებისმიერ სტარტაპს და კერძო კომპანიას შეეძლება. კონკურსის მიზანია ქვეყანაში არსებული კრიზისის პირობებში ხელი შეუწყოს კერძო სექტორს. კონკურსში მონაწილეობისათვის დაინტერესებულმა სუბიექტებმა 20 მაისის 23:59-მდე შეგიძლიათ გაიაროთ რეგისტრაცია მოცემულ ბმულზე, სადაც მარტივად შეძლებთ თქვენი კომპანიის შესახებ ინფორმაციის შევსებას.

კონკურსში სააგენტოს მიერ გადაირჩევა 10 კომპანია, რომელიც უსასყიდლოდ მიიღებს განახლებულ ლოგოს, ხოლო ამ 10 გამარჯვებულიდან ერთ-ერთი საჩუქრად მიიღებს ბრენდბუქს.

როგორც სააგენტოს დამფუძნებელი, რატი გველესიანი გვიყვება, ეს კონკურსი არის მათი კამპანია #არგადადო-ს ნაწილი და მისი მიზანია კომპანიებსა და სტარტაპებს დაეხმაროს კრიზისის დაძლევაში და მისცეს მოტივაცია რომ არ გადადონ ბიზნეს საქმიანობა.

"ვფიქრობ, რომ ეს კონკურსი განსაკუთრებით სტარტაპერებისთვის ძალიან საჭიროა, მათ ეძლევათ რეალური შესაძლებლობა დახვეწონ არსებული ან შექმნან ახალი ლოგო, ბრენდბუქი და უკეთ წარდგნენ მომხმარებლებლის წინაშე. კონკურსში შეზღუდვები დაწესებული არ არის, მონაწილეობა შეუძლია როგორც დამწყებ სტარტაპს, ასევე, უკვე მოქმედ კომპანიას, რომელსაც სურს განაახლოს ლოგო", — აღნიშნა სააგენტოს დამფუძნებელმა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ სააგენტოს ოფიციალურ Facebook გვერდზე.