ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, უცხობია რა რაოდენობის რემდესივირი ჩამოვა ქვეყანაში, თუმცა მოლოდინი აქვთ, რომ ის ბევრ პაციენტს არ დასჭირდება.

"ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად დავაკმაყოფილებთ და რამდენი პაციენტი იქნება ისეთი, ვინც დააკმაყოფილებს შერჩევის კრიტერიუმებს. ამ შემთხვევაში რემდესივირი რეკომენდირებულია მხოლოდ მძიმე პაციენტებისთვის, რომლებსაც უტარდებათ ჰისპიტალური მკურნალობა. ჩვენი მოლოდინით, ასეთი პაციენტი ბევრი არ უნდა იყოს და პროტოკოლის მიხედვით მოხდება მათი ჩართვა", — განაცხადა მან.

შემოტანის შემდეგ რემდესივერის მარაგები 7 კლინიკაში გადანაწილდება.

რამდენიმე კვირის წინ თამარ გაბუნიამ განმარტა, რომ სოლიდარობის კვლევაში ჩართვისთვის ექსპერიმენტული რეჟიმის სახით გამოყენებული იქნება ოთხი სხვადასხვა მკურნალობის სახე და მათგან ერთ-ერთი რემდესივირი იქნება. მისივე თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაწესებული კრიტერიუმებით, კვლევისთვის შვიდი კლინიკა შეირჩა. ამასთან, პაციენტების ჩართვაც მათი კლინიკური მდგომარეობით განისაზღვრება.

კორონავირუსის მკურნალობის დროს რემდესივირის გამოყენებაზე აქტიურად მას შემდეგ დაიწყეს საუბარი, რაც აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ რემდესივირმა ეფექტიანობა აჩვენა.

"მონაცემები აჩვენებს, რომ რემდესივირს გამოჯანმრთელების დროზე ცალსახა და შესამჩნევი დადებითი გავლენა აქვს", — ამბობს ის. მონცემები, რომელზეც ფაუჩი საუბრობს ფართომასშტაბიანი კვლევიდანაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობდა და რომელშიც 1 000-ზე მეტმა პაციენტმა მიიღო მონაწილეობა. კვლევის ფარგლებში კორონავირუსით ინფიირებულთა ნაწილი პლაცებოს იღებდა, ნაწილი კი რემდესივირს.

ფაუჩის განმარტრებით, "რემდესივირის ჯგუფში" შემავალი პაციენტები საავადმყოფოდან საშუალოდ 11 დღეში ეწერებოდნენ, პლაცებო ჯგუფის შემთხვევაში კი 15 დღეში