დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ცხინვალში ინფიცირებულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა
დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში Covid-19-ით ინფიცირება 25 პირს დაუდასტურდა. მათი მტკიცებით, ბოლო 24 საათში 24 ადამიანს ჩაუტარეს ტესტირება, რომელთაგანაც 2-ს კორონავირუსი აღმოაჩნდა.
უცნობია რამდენად ზუსტია ეს მონაცემები, რადგან საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას ოკუპირებულ რეგიონიდან ზუსტი ინფორმაცია არ აქვს.
ოკუპირებულ რეგიონში დაფიქსირებული შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობა რუსეთს უკავშირდება. მას შემდეგ, რაც პანდემია გამოცხადდა საქართველოს ორივე ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო მმართველებმა ე.წ. საზღვრები ჩაკეტეს ყველასთვის, რუსეთის გარდა.
დე ფაქტო ხელისუფლება ისევ უარზეა, კორონავირუსთან საბრძოლველად ოფიციალური თბილისისგან დახმარება მიიღოს მაშინ, როცა ადგილობრივი ექიმები ამბობენ, რომ რეგიონში ვირუსის აფეთქების შემთხვევაში პაციენტების სამართავად, არც აღჭურვილობა და არც ადამიანური რესურსი ეყოფათ. საოკუპაციო რეჟიმის გავრცელებული ინფორმაციით, მათ სამედიცინო აღჭურვილობით რუსი მეცენატები ამარაგებენ.
BBC-სთან საუბრისას ექიმმა ოკუპირებული ცხინვალიდან განაცხადა, რომ მთელ რეგიონში 26 ხელოვნური სუნთქვის აპარატი აქვთ და მისი გამოყენება დაახლოებით შვიდმა ადამიანმა იცის. მისი თქმით, მხოლოდ 25 პაციენტის მართვას შეძლებენ, ინფიცირებულთა ზრდის შემთხვევაში კი პრობლემები შეექმნებათ.
ოკუპირებულ რეგიონში პრობლემები აქვთ სამედიცინო აღჭურვილობის მხრივაც. მაგალითად, Jam News-მა აპრილის დასაწყისში გაავრცელა ინფორმაცია, რომ აღჭურვილობის არარსებობის გამო, ქირურგმა კლინიკაში მისვლაზე უარი თქვა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, წითელ ჯვართან თანამშრომლობენ, რომელიც ერთადერთია, ვისაც აქვს წვდომა ცხინვალის რეგიონში და მუშაობს იმისთვის, რომ ყველაზე მოწყვლად პირებს ახალგორში და დანარჩენი ცხინვალის რეგიონში გაუწიოს გარკვეული ჰუმანიტარული დახმარება.
"არ არის სიახლე, რომ სამწუხაროდ, ჯანდაცვის სისტემა არ არის გამართული და ვერ აწვდის ხარისხიან მომსახურებას მოსახლეობას. მე მინდა იმედი გამოვთქვა და ვუსურვო ჩვენს მოქალაქეებს მალე გამოჯანმრთელება. აქვე ხაზგასმით და კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი მზაობა, რომ დავეხმარებით ჩვენს მოსახლეობას, მათ შორის კოვიდინფიცირებულებს", — განაცხადა ციხელაშვილმა.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე:
- აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან თავის დასაცავად
- Ի՞նչ է նոր կորոնավիրուսը — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის სომხურ ენაზე
- Yeni koronavirus nədir? — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის აზერბაიჯანულ ენაზე
- რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის
- რეკომენდაციები კარანტინში მყოფებისთვის
- როგორ უნდა გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ ნიღაბი
- როგორ დავიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად
- როგორ უნდა მოიქცეთ სახლიდან გასვლისას და სახლში დაბრუნებისას.
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
კომენტარები