ამერიკის საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალურმა სააგენტომ (FEMA) რუსეთს უკან დაუბრუნა სასუნთქი აპარატების ის მოდელი, რომელმაც გავრცელებული ინფორმაციით პეტერბურგში ცეცხლის გააჩინა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN FEMA-ს სპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.

სპიკერის ინფორმაციით, სასუნთქი აპარატები რუსეთიდან ამერიკაში აპრილის დასაწყისში გაიგზავნა. მისი თქმით, აღნიშნულ პერიოდში ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის შტატებში აპარატების დეფიციტი იყო, ამიტომ სასუნთქი აპარატები ყოველი შემთხვევისთვის საწყობებში გაგზავნეს.

"სასუნთქი აპარატები საავადმყოფოებში არ ყოფილა განლაგებული. საჭიროების არარსებობის გამო კი ჰოსპიტლები მათ FEMA-ს უბრუნებენ. რუსეთის ავტორიტარული პირების მიერ ჩატარებული გამოძიების დასკვნამ, პეტერბურგში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, ხელი შეუწყო ჩვენს გადაწყვეტილებას, აღარ გამოვიყენოთ ისინი", — განაცხადა სპიკერმა.

მოგვიანებით სპიკერმა განმარტა, რომ ამერიკაში შესული სასუნთქი აპარატებიდან ვერც ერთმა ვერ გაუძლო ცეცხლს.

ბოლო მონაცემებით, ამერიკაში ვირუსის 1 369 964 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან გამოჯანმრთელებულია 230 287 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილია 82 387.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ: