TikTok-ის აპლიკაციაში რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ცალკე ქვეყნებად არის გამოყოფილი. ქვეყნების/რეგიონების ჩამონათვალში მათ ცალკე სატელეფონო კოდიც აქვთ მითითებული.

ფოტო: სქრინი აპლიკაციიდან

აპლიკაციაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამატების შესახებ ინფორმაცია ფეისბუქით ზვიად აძინბაიამ გაავრცელა.

"დამჭირდება თქვენი ყველას თანადგომა, რომ ეს უკან წავაღებინოთ. მომდევნო დღეებში გეტყვით რას ვაპირებ. ჭკუა უნდა ვასწავლოთ ამათ და სხვა ყველას, ვინც ჩვენს ქვეყანას დააიგნორებს", — წერს აძინბაია.

TikTok-ის აპლიკაცია 2016 წელს შეიქმნა და მას 150 ქვეყანაში 500 მილიონამდე მომხმაერებელი ჰყავს.