პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ახალი მინისტრთა კაბინეტი წარადგინა. ახალი ხელმძღვანელი ეყოლება ოთხ უწყებას, ხოლო დანარჩენებს ძველი მინისტრები დაუბრუნდებიან:

  1. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - გიორგი გახარია
  2. ფინანსთა მინისტრი - დიმიტრი ქუმსიშვილი
  3. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - ზურაბ ალავიძე
  4. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - ვიქტორ დოლიძე
  5. განათლებისა და მეცნიერების მინისტრი - ალექსანდრე ჯეჯელავა
  6. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი - გიგლა აგულაშვილი
  7. ენერგეტიკის მინისტრი - კახი კალაძე
  8. თავდაცვის მინისტრი - ლევან იზორია
  9. იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი
  10. კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი - მიხეილ გიორგაძე
  11. იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი - სოზარ სუბარი
  12. საგარეო საქმეთა მინისტრი - მიხეილ ჯანელიძე
  13. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი - კახა კახიშვილი
  14. სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილი
  15. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ტარიელ ხეჩიკაშვილი
  16. შინაგან საქმეთა მინისტრი - გიორგი მღებრიშვილი
  17. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - დავით სერგეენკო
  18. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - ქეთევან ციხელაშვილი
  19. პრემიერ მინისტრი - გიორგი კვირიკაშვილი

მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს. კანდიდატებს ჯერ მოუსმენენ კომიტეტებში, ასევე, მათ მოუსმენს საპარლამენტო უმცირესობაც, ბოლოს კი პლენარულ სესიაზე კენჭისყრა გაიმართება. მთავრობას ლეგიტიმაციისათვის 76 ხმა სჭირდება.