Slack-მა iPhone-ზე საკუთარი აპლიკაციის ახალი ვერსიის გამოშვება დააანონსა, რომელშიც სხვა ცვლილებებთან ერთად ნავიგაციის პანელი ეკრანის ქვედა ნაწილში განლაგდება. განახლებული აპლიკაცია უკვე შეამჩნიეს App Store-ში. როგორც ჩანს, Slack-ის ახალი ვერსია ეტაპობრივად ვრცელდება.

"აქამდე მობილური აპლიკაციის მომხმარებლებს ოთხი რამის გაკეთება უძნელდებოდათ. ჩვენ ეს განახლებული სანავიგაციო პანელით და სამომხმარებლო ინტერფეისში განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებებით გამოვასწორეთ" — ნათქვამია Slack-ის აპლიკაციის განახლების აღწერაში.

გთავაზობთ განახლებული აპლიკაციის სქრინშოთებს:

ფოტო: Slack

აპლიკაციის გამოყენების ყველა ეტაპზე ყოველთვის ხელმისაწვდომია ახალი შეტყობინების შექმნის ღილაკი. ასევე მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს მთავარ ტაბში მნიშვნელოვანი არხები დაახარისხოს. აპლიკაციაში მართვის ჟესტები და მასში ინტერაქცია ცოტა შეცვლილია — თითის მარჯვნივ გასმით თქვენ გამოიძახებთ სამუშაო სივრცეს, ხოლო მარცხნივ მომხმარებელი ბოლო მიმოწერაში დაბრუნდება. განახლება მხოლოდ iPhone-ზე ვრცელდება, რაც ნიშნავს იმას, რომ Slack-ის iPad ვერსია ჯერ-ჯერობით უცვლელი რჩება.