Ryanair-ის მგზავრებმა ფრენისას საპირფარეშოს გამოყენებისთვის ნებართვა უნდა ითხოვონ. ახალი წესი კორონავირუსის გავრცელების პრევენციას უკავშირდება. The Guardian-ის ცნობით, ავიაკომპანია ივლისისთვის ფრენების 40 პროცენტის აღგენას გეგმავს. Covid-19-ის პანდემიამდე კომპანია დღეში 2 400 ფრენას ახორციელებდა.

Ryanair-მა ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მგზავრებს ურჩევენ აეროპორტში შესვლამდე სიცხე გაიზომონ, ონლაინ რეგისტრაცია გაიარონ და მათი სამგზავრო ბილეთი სმარტფონებში გადაწერონ. მოგზაურები თერმოსკრინიგს აეროპორტშიც გაივლიან. მათ ნიღაბი უნდა ეკეთოთ, დაიბანონ ხელები და ატარონ სადეზინფექციო საშუალება.

თვითმფრინავში შესაძლებელი იქნება შეფუთული საკვების ყიდვა, მხოლოდ უნაღდო ანაგარიშწორებით. საპირფარეშოს რიგი თვითმფრინავში აკრძალული იქნება, თუმცა მგზავრებს შეეძლებათ მისი "მოთხოვნის მიხედვით" გამოყენება. ასევე, ფიზიკური დისტანცია, როგორც აეროპორტებში, ისე ბორტზე, დაცული იქნება შეძლებისდაგვარად.