რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერს, დიმიტრი პესკოვს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო მედიაგამოცემა RIA ავრცელებს. როგორც ცნობილია, ის ახლა საავადმყოფოში იმყოფება.

გავრცელებული ინფორმაციით, პესკოვი საჯაროდ 30 აპრილს გამოჩნდა, როცა ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრემიერმინისტრს მიხაილ მიშუსტინს კორონავირუსი აქვს. COVID-19 დაუდგინდათ რუსეთის მშენებლობის მინისტრსა და მის მოადგილეს, ასევე, კულტურის მინისტრსაც.

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით რუსეთი მეორე ადგილზეა. რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, ქვეყანაში ინფიცირების 232 243 შემთხვევა დაფიქსირდა. მხოლოდ ბოლო 24 საათში COVID-19 11 ათასამდე ადამიანს გამოუვლინდა.

ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ვირუსის შედეგად 2 116, ამათგან 107 ბოლო ერთ დღეში.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: