ბავშვობაში ალბათ თქვენც გქონიათ შიში, რომ სიბნელეში კიბეზე ასვლისას მონსტრი მოგყვებოდათ ან ლოგინის ქვეშ რაღაც იმალებოდა. მშობლები გვამშვიდებდნენ, ურჩხულები არ არსებობენო.

სინამდვილეში მონსტრები არათუ არსებობენ, არამედ ისინი ყველგან არიან. ზოგადად მიკროსკოპის ქვეშ რაც არ უნდა მოათავსოთ ყველაფერი უცნაურად გამოიყურება, მაგრამ ისე საოცრადაც არა, როგორც ეს 10 ცხოველი რომელსაც ახლა იხილავთ.

1. Pulex Irritans

ამ არსებას მეორენაირად ადამიანის რწყილს ეძახიან. ის მძლავრ კბილანებს კანში ასობს და ანტიკოაგულაციურ ნერწყვს გამოყოფს, რაც სისხლის შედედებას ხელს უშლის და პარაზიტს სისხლის სმის (ამ სიტყვის პირდაპირ გაგებით) საშუალებას აძლევს.

ფოტო: Getty Images

2. Polyommatus icarus

ეს პატარა მუხლუხლო საშიში კბილების და საცეცების მიუხედავად ადამიანისთვის უვნებელია. ლარვულ სტადიაზე ის სპეციალურ წვენს გამოყოფს, რომლითაც ჭიანჭველები იკვებებიან, რაც მუხლოხოს ჭიანჭველების პირად დაცვად აქცევს. ლარვული სტადიის გავლის შემდეგ ის ლურჯ პეპლად ტრანსფორმირდება.

ფოტო: Getty Images

3. Aedes aegypti

ეს ცხოველი რეალურად აფრიკული კოღოს ლარვაა, რომელიც მიკროსკოპულ წყალმცენარეებზე და ორგანიზმებზე იკვებება.

ფოტო: Getty Image

4. Pediculus humanus Capitis

მიკროსკოპული ტილი, რომელიც ძირითადად ადამიანის თავში ბუდობს და საოფლე ჯირკვლების სეკრეციით და სისხლით იკვებება. ძლიერი მხრები მას კანზე საგულდაგულოდ ამაგრებს და ადამიანებში თავის მოფხანის დაუოკებელ სურვილს აჩენს.

ფოტო: Getty Image

5. Baetis sp.

ამ უცნაურ ცხოველს, რომელიც ერთი შეხედვით ჭიანჭველას ჰგავს "წყლის ნიმფასაც" ეძახიან. ის ძირითადად მტკნარ წყალში ცხოვრობს და სპეციალიზირებული ლაყუჩები აქვს, რაც მას წყალქვეშ ხანგრძლივი ცხოვრების საშუალებას აძლევს.

ფოტო: Getty Images

6. Dyscidae sp.

ეს ცხოველი, რომელიც Star Wars-ის AT-AT-ის ხორცშესხმულ საშინელებათა ფილმის ვერსიას ჰგავს, წყალში მცხოვრები ხოჭოს ლარვაა. აღსანიშნავია, რომ ეს არსება მტაცებელი და თავკომბალების ყველაზე დიდი კოშმარია.

ფოტო: Getty Images

7. Bilobella sp.

ამ ექვსფეხა არსებას, ცოცხალ ნამარხს ეძახიან. მიუხედავად იმისა, რომ ის მწერს წააგავს, შინაგანი ორგანოების ანატომიის გამო, ის ცხოველების ამ ჯგუფს არ მიეკუთვნება. ბილობელა მტაცებელია, რომელიც ნადირობისთვის მოქნილ კუდს იყენებს.

ფოტო: Getty Image

8. Attagenus smirnovi

ეს მინიატურული ცხოველი კამეჩს წააგავს, თმცა სინამდვილეში ის "მატყლის ხოჭოს" ლარვაა, რომელიც ძირითადად მატყლში, ხალიჩებში და ცხოველების თმის ბალანში ბინადრობს.

ფოტო: Getty Images

9. Pyrrhosoma nymphula

ტოლფრთიან ნემსიყლაპიას სხეულის ზომასთან შედარებით უზარმაზარი თვალები აქვს, რომელიც მას მსხვერპლის მოძიებაში და ნადირობაში ეხმარება.

ფოტო: Getty Images

10. Chaoborus crystallinus

ეს ლარვა გიგანტურ ანტენებს სენსორულ და სანადირო ორგანოდ იყენებს. მისი სხეული უმეტესად გამჭვირვალეა, თვალები კი მუქი შავი შეფერილობის აქვს. ეს ცხოველი ღრმა წყლებში სახლობს, იქ სადაც ძალიან ცოტა ჟანგბადია.

ფოტო: Getty Images