პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, ფერმერები 1 ჰექტარ მიწაზე სახელმწიფოსგან დახმარების სახით 200 ლარის სუბსიდირებას მიიღებენ. ამ თემაზე მან სპეციალურ პრეზენტაციაზე ისაუბრა. გახარიამ აღნიშნა, რომ აგრარული პროცესი არცერთი დღით არ უნდა გაჩერდეს და არ უნდა დარჩეს დაუმუშავებელი მიწა საქართველოში.

"თიოთოეული ფერმერი რომელსაც აქვს დარეგისტრირებული მიწა 1 ჰექტარზე მიიღებს დახმარებას სახელმწიფოსგან 200 ლარის სუბსიდირებით. დაახლოებით ეს ნიშნავს იმას, რომ საშუალო და მსხვილი საფერმერო მეურნეობები, რომლებსაც აქვთ 10 ჰექტარი მიწა და ამუშავებენ მიიღებენ 2 000 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებენ, ეს პროპორციულად გადანაწილდება იმ ფერმერებზე, რომლებსაც შედარებით ნაკლები ფართობის მიწები", — თქვა გიორგი გახარიამ.

შეღავათები, რომელსაც სახელმწიფო ფერმერს სთავაზობს, ყველას შეეხება, ვინც წლის ბოლომდე მოახერხებს მიწის რეგისტრაციას. გახარიას თქმით, ეს დაახლოებით 200 ათას ფერმერს გულისხმობს და მათ სახელმწიფოსთვის მიმართვა 20 მაისიდან შეეძლებათ.

პრეზენტაციის მიხედვით, მთავრობა სუბსიდირებას შემდეგი საქონლისა და მომსახურების შესაძენას სთავაზობს:

  • სასუქები და მცენარეთა დაცვის ქიმიურ/ბიოლოგიური საშუალებები;
  • მცენარეთა მოვლის ქიმიურ/ბიოლოგიური საშუალებები;
  • სათესლე და სარგავი მასალები;
  • აგროტექნიკური სამუშაოების მომსახურება ( 1,25 ჰა-დან 10 ჰა-მდე მიწის ნაკვეთის მფლობელებისთვის)

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა, ფერმერები იყვნენ რეგისტრირებული სამინისტროში, ფერმერთა სპეციალურ რეესტრში. მისივე თქმით, დახმარების მისაღებად საჭიროა ლიბერთი ბანკის ბარათები.

"ლიბერთი ბანკი ყველაზე მეტად არის წარმოდგენილი რეგიონებსა და სოფლებში და დიდწილად არის ფერმერების ბანკი. ის ადამიანები, რომლებიც უკვე ფლობენ ლიბერთი ბანკის ბარათს და ისინი მყისიერად შეძლებენ სერვისით სარგებლობას. ხოლო ფერმერები, რომლებსაც ეს ბარათი არ გააჩნიათ ერთი თვის განმავლობაში მიიღებენ ბარათს რეგისტრირებული მიწის ფლობის შემთხვევაში", — განცახადა დავითაშვილმა.

გაიგეთ მეტი :