კომპანია აჭარაბეთისთვის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერაა, ამიტომ კომპანია მუდმივად ცდილობს გაზარდოს ქართველი სპორტსმენების ცნობადობა, მისცეს მათ შესაძლებლობა გამოავლინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი და იასპარეზონ მნიშვნელოვან შეჯიბრებსა თუ ტურნირებში. ამჯერად აჭარაბეთის საპატიო ელჩი UFC-ის (Ultimate Fighting Championship) ქართველი მებრძოლი, მსოფლიოს ჩემპიონი კარატეში, კიკბოქსინგსა და ჯიუჯიცუში გიგა ჭიკაძე გახდა.

გიგა ჭიკაძე მსოფლიო ჩემპიონია კარატეში, კიკბოქსინგსა და ჯიუჯიცუში და ამასთან, იგი პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელიც მედისონ სქვეარ გარდენში გამართულ ბრძოლაში მონაწილეობდა. ახლა სპორტსმენის გეგმები UFC-ს უკავშირდება, სადაც ის მნიშვნელოვან შეჯიბრებებს გამართავს.

ეს აჭარაბეთის და გიგა ჭიკაძის პირველი პარტნიორობა არ არის. აჭარაბეთი სპორტსმენს მხარს უჭერდა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც იგი სპორტულ კარიერაში დამწყებ ნაბიჯებს დგამდა. სწორედ ამ პერიოდში გახდა სპორტსმენი მსოფლიო ჩემპიონის ქამრის მფლობელი და მისი პარტნიორი კომპანიაც მოხარულია, რომ ჭიკაძემ თავდაუზოგავი შრომით შეძლო და მიაღწია წარმატებას და სპორტულ კარიერას განაგრძობს.

აჭარაბეთმა და UFC-ის ქართველმა მებრძოლმა თანამშრომლობის გრძელვადიანი მემორანდუმი გააფორმეს, რომლის ფარგლებშიც სპორტის მოყვარულებს ძალიან ბევრი საინტერესო სიახლე ელით. მნიშვნელოვანია, რომ გიგა ჭიკაძის შემდეგი ბრძოლა 16 მაისს არის დაგეგმილი. ეს ბრძოლა ერთ-ერთია იმ სამი ღონისძიებიდან, რომელსაც UFC ფლორიდაში (დახურულ კარს მიღმა) ჩაატარებს. სპორტის მოყვარულებს UFC-ისთვის თვალის დევნება ექსკლუზიურად adjarasport.tv-ზე შეუძლიათ. აჭარაბეთის მიზანია, რაც შეიძლება ბევრმა ქართველმა გაიგოს გიგა ჭიკაძის წარმატების შესახებ, უგულშემატკივროს მას და უსურვოს წარმატება. სწორედ ამ მიზნით კომპანია ბევრ საინტერესო სიახლეს ჰპირდება სპორტის მოყვარულებს.

20 წელია adjarabet.com საქართველოში ონლაინ გართობის ადგილია, რომლის მიზანია დანერგოს ინოვაციური პროდუქტები და მუდმივად სიახლეები შესთავაზოს მომხმარებელს. კომპანიაში 800-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული და სარგებლობს მნიშვნელოვანი ბენეფიტებით. აღნიშნულ სფეროში, საქართველო როგორც ქვეყანა საერთაშორისო სივრცეს სწორედ „აჭარაბეთის“ მეშვეობით შეუერთდა, შემდგომ კი კომპანიამ პროდუქტები და სერვისები საქართველოდან საერთაშორისო ბაზარზე გაიტანა. დღეისათვის adjarabet.am – მეზობელი ქვეყნის ონლაინ გართობის სფეროში ერთ-ერთი ლიდერია. უკვე წელიწადზე მეტია რაც adjarabet.com მსოფლიოს წამყვანი ონლაინ თამაშების კომპანია Paddy Power Betfair (PPB)-ის ოჯახის წევრი გახდა. Paddy Power Betfair (PPB) ლონდონის საფონდო ბირჟის FTSE 100 ინდექსში შედის.