უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს დიდი ქალაქების შესასვლელ-გასასვლელთან თავდაცვის ძალები მოიხსნა. სპეციალურ პოსტებზე დღეიდან, 12 მაისიდან მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დარჩებიან. ამის შესახებ განცხადებას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყებათაშორისმა საბჭომ, ასევე, სოფელ ღვანკითში მკაცრი საკარანტინო რეჟიმის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. სოფელთან ე.წ გამშვებ პუნქტებზე მხოლოდ პოლიცია დარჩება. სოფლის შესასვლელთან მოსახლეობის პროაქტიული თერმოსკრინინგი გაგრძელდება.