პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატია, თამარ ხულორდავა აცხადებს, რომ ხელისუფლებას მეორედ დადებული პირობის არშესრულება ძალიან ძვირი დაუჯდება. მისი თქმით, პირობის მეორედ არშესრულება არის ქვეყნის იზოლაციაში მოქცევის და არა განვითარების გზა.

როგორც ხულორდავა ამბობს, ქართულმა ოცნებამ უნდა შეიტანოს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში და ხმა უნდა მისცეს მას, მიუხედავად იმისა, თუ რას აცხადებენ ნაციონალურ მოძრაობაში.

როგორც ხულორდავა ამბობს, ქართული ოცნების სრული მხარდაჭერის შემთხვევაში, დამოუკიდებელი დეპუტატების ჯგუფთან ერთად, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება შესაძლებელი იქნება.

"არანაირი საბაბით არ შეიძლება უარის თქმა შეთანხმებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე. ქართულ ოცნებას ცვლილებები ხელს ნამდვილად არ აძლევს, მით უფრო ახლა, როცა კრიზისის პერიოდში შეძლო ძალების აღდგენა. ოპოზიციის ნაწილსაც თავისი მოტივები აქვს: მათი მიზანი ხელისუფლების სრული საერთაშორისო დისკრედიტაციაა. მათ, რა თქმა უნდა, არ სურთ ქართულმა ოცნებამ ქულების დაწერა შეძლოს ამ საკონსტიტუციო ცვლილების მიღებით. და რა გამოდის, ისევ ორი ჯგუფის ინტერესს უნდა გადაყვეს ჩვენი ქვეყნის ნორმალური განვითარების შანსი

წინააღმდეგ შემთხვევაში, უკვე მეორედ დადებული პირობის არშესრულება, ძალიან ძვირი დაუჯდება საქართველოს ხელისუფლებას. ამას ვერც ოპოზიციის სიჯიუტით გაამართლებენ და ვერც კორონა ვირუსით დაჩრდილავენ. პირობის მეორედ არ-შესრულება არის ქვეყნის იზოლაციაში მოქცევის და არა განვითარების გზა. და ეს სულაც არ მახარებს", — წერს ხულორდავა.