On.ge ოთხი წლის გახდა
"ჩვენი საიტი უკვე ამუშავდა, გვისურვეთ წარმატებები" — ოთხი წლის წინ ოფიციალურად ამ წინადადებით დაიწყო On.ge-ის ისტორია. მართალია, ჟურნალისტები ნიუსებს მანამდეც დებდნენ ფეიჯზე საცდელ ფორმატში, მაგრამ საიტის გაშვება მაინც შეუდარებლად დიდი ამბავი იყო.
ახლა, 55 912 სტატიის შემდეგ, შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ბევრად მეტი დრო გავიდა. თითქოს მთელი ცხოვრება ვაშუქებდით არჩევნებსა და აქციებს, ვიგონებდით ქვიზებს და ვფიქრობდით მახვილგონივრულ მინაწერებს, რათა ფეისბუქის უზარმაზარ სივრცეში კონკრეტულად ჩვენი ხმა დაგმახსოვრებოდათ.
რამდენჯერმე ისე დაემთხვა, რომ ჩვენს დაბადების დღეზე ყველაზე ცხელი პოლიტიკური მოვლენები ხდებოდა და ტორტის გასაჭრელად არ გვეცალა. ვხუმრობდით კიდეც, აბა წელს რა შეგვიშლისო ხელს და, მიუხედავად მრავალი ვარიანტის ჩამოთვლისა, გლობალური მასშტაბის პანდემია მაინც ვერ გამოვიცანით.
"იმ საღამოს, ჭავჭავაძის #20-ში, ჩვენს პირველ ოფისში ამოღამებული თვალებით ვისხედით - ერთმანეთს სტატიებზე გამოხმაურებებს და აღწერებს ვუქებდით, კომპლიმენტებს ხმამაღლა ვკითხულობდით, ჯერ კიდევ ვერ ვხვდებოდით, რომ რაღაც ძალიან დიდი და მნიშვნელოვნის შექმნის მონაწილეები ვიყავით. ეგ განცდა დღემდე არ გამნელებია და ერთ-ერთ საამაყო გამოცდილებად დარჩება ჩემი ცხოვრების ბოლომდე" — ასე იხსენებს საიტის გაშვების დღეს ჟურნალის განყოფილების რედაქტორი და ჩვენი ერთ-ერთი პირველი თანამშრომელი, თამარა ღამბაშიძე.
4 წლის წინ თუ ექვსნი ვიყავით, ახლა ჩვიდმეტნი ვართ და ქვეყნის სხვადასხვა წერტილიდან ვმუშაობთ. რაკი ტორტს ერთად ვერ გავჭრიდით, ყველა თანამშრომელმა (ვისაც კი მივწვდით) პატარა ტორტი მიიღო სახლში საჩუქრად იმის გასახსენებლად, რომ დისტანცია ვერაფერს დაგვაკლებს.
მას შემდეგ უამრავი მკითხველი და გულშემატკივარი შევიძინეთ და თითოეულმა მათგანმა ოდნავ უფრო უკეთესი გაგვხადა, ვიდრე ვიყავით და რაკი შენც, როგორც ამ სტატიის მკითხველი, მათ რიცხვში ხარ, გვინდა გითხრათ — მადლობა!
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
კომენტარები