დაივიწყეთ ძველი, თითქმის უსარგებლო Paint. Microsoft-მა დიდი ხნის წინ დაანონსებული განახლებული ფეინთის სატესტო ვერსია გამოუშვა. 3D Paint აპლიკაცია Windows 10-ზე სატესტო რეჟიმში ჩაეშვა. ეს ინოვაცია მომხმარებელს საშუალებას აძლევს რეალური სამყარო გააციფრულოს და ნამუშევარში გამოიყენოს. საკმარისია ფოტო გადაიღოთ, შემდეგ სპეციალური მოწყობილობით მონიშნოთ სასურველი ობიექტი და დაამატოთ ის თქვენ მიერ შექმნილ ილუსტრაციაში.

ეს ყველაფერი არ არის: თქვენ შეგიძლიათ საბოლოო შედეგი 3D პრინტერის საშუალებით დაბეჭდოთ კიდეც.

ამ ეტაპზე პროგრამა შეზღუდული რაოდენობითაა წარმოდგენილი და ის მხოლოდ ინგლისურ ენაზეა. თუმცა, როგორც დეველოპერები ამბობენ, სულ მალე აპლიკაცია სხვადასხვა რეგიონისთვის და სხვადასხვა ენაზე იქნება ხელმისაწვდომი.