ინგლისში ლოტოს გათამაშების გამარჯვებული პრიზის მისაღებად დროულად არ გამოცხადდა და 1 მილიონი გირვანქა სტერლინგის ოდენობის ჯილდო დაკარგა. თანხა 1,2 მილიონი დოლარის ეკვივალენტია.

უცნობს მომგებიანი ბილეთის განაღდება ჯერ კიდევ გასული წლის 9 ნოემბრიდან შეეძლო, დედლაინი კი 7 მაისს იწურებოდა. სვინდონში ნაყიდ ბილეთში 5 მთავარი რიცხვი და ბონუსი გამარჯვებულ რიცხვებს დაემთხვა.

როგორც ინგლისის ეროვნულ ლატარიაში აცხადებენ, თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება. მსგავსი სიტუაციის თავიდან ასარიდებლად, კომპანიის მრჩეველი მოთამაშეებს მოუწოდებს, რომ ბილეთები ონლაინ გადაამოწმონ - ამ შემთხვევაში, გამარჯვების შემთხვევაში, ისინი ელექტრონულ ფოსტაზე წერილს მიიღებენ. ლატარიის წესების მიხედვით, პრიზის მოსათხოვად გამარჯვებულს 180 დღე აქვს.