დღეს, 22 ნოემბერს, 14:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი კვირიკაშვილი მინისტრთა კაბინეტის მომავალ წევრებს წარადგენს.

გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტს დასამტკიცებლად 19 მინისტრის კანდიდატურას წარუდგენს. ამის შემდეგ, პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას საკომიტეტო, უმრავლესობისა და უმცირესობის ფორმატში მოუსმენს.