ფინეთში მალტის ელჩი, მაიკლ ზამიტ ტაბონა გადადგა მას შემდეგ, რაც გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ნაცისტ დიქტატორს, ჰიტლერს შეადარა. ელჩმა ფეისბუქზე დაწერა, რომ მერკელმა ჰიტლერის ოცნება შეასრულა.

"75 წლის წინ ჰიტლერი შევაჩერეთ. ვინ შეაჩერებს ანგელა მერკელს? მას ჰიტლერის ოცნება შეასრულა — ევროპის კონტროლი!" — დაწერა უკვე ყოფილმა ელჩმა.

Times of Malta წერს, რომ მალტის საგარეო საქმეთა მინისტრი, ევარისტ ბარტოლო გერმანიას ოფიციალურად მოუბოდიშებს. გარდა ამისა, მან ელჩს მოსთხოვა თავისი პოსტი წაეშალა მაშინვე, როგორც კი ამის შესახებ გაიგო.

ამასთან, მალტის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ელჩის სიტყვები არ ასახავს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პატივსაცემ ურთიერთობას.

მაიკლ ზამიტ ტაბონი ფინეთში ელჩად 2014 წელს დაინიშნა.