ჩინეთი კორონავირუსთან ბრძოლაში ჩრდილოეთ კორეას დახმარებას სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ჩინეთის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჩინური მედიის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს ვირუსთან ბრძოლაში მიღწეული წარმატება მიულოცა.

სი ძინპინმა კიმ ჩენ ინის საპასუხო წერილი გაუგზავნა და შეშფოთება გამოთქვა ჩრდილოეთ კორეაში მოსახლეობის ჯანმრთელობის კუთხით არსებული ვითარების გამო.

ჩრდილოეთ კორეის მთავრობა ამტკიცებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დადასტურებულა.