ავსტრიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, კარინ კნეისნლი, რომელმაც საკუთარ ქორწილში ვლადიმერ პუტინთან იცეკვა, რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში, Russia Today-ში დასაქმდა.

ამის შესახებ გამოცემის მთავარმა რედაქტორმა, მარგარიტა სიმონიანმა ტვიტერზე დაწერა.

"თავად ავსტრიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, კარინ კნეისნლი, რომელმაც თავის ქორწილში პუტინთან იცეკვა, აწი ჩვენთან, საავტორო სვეტებს დაწერს", — წერს სიმონიანი.