დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში კორონავირუსი კიდევ 2 პირს დაუდასტურდა. მათივე განცხადებით, სულ ინფიცირებულია 17 ადამიანი. უცნობია რამდენად ზუსტია ეს მონაცემები, რადგან საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას ოკუპირებულ რეგიონიდან ზუსტი ინფორმაცია არ აქვს.

ოკუპირებულ რეგიონში დაფიქსირებული შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობა რუსეთს უკავშირდება. მას შემდეგ, რაც პანდემია გამოცხადდა საქართველოს ორივე ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო მმართველებმა ე.წ. საზღვრები ჩაკეტეს ყველასთვის, რუსეთის გარდა.

საოკუპაციო რეჟიმი აცხადებს, რომ ინფიცირებულები ბოქსირებულ განყოფილებაში არიან მოთავსებული და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათივე თქმით, 22 პირი თვითიზოლაციაშია.

დე ფაქტო ხელისუფლება ისევ უარზეა, კორონავირუსთან საბრძოლველად ოფიციალური თბილისისგან დახმარება მიიღოს. მაშინ, როცა ადგილობრივი ექიმები ამბობენ, რომ რეგიონში ვირუსის აფეთქების შემთხვევაში პაციენტების სამართავად, არც აღჭურვილობა და არც ადამიანური რესურსი ეყოფათ.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: