აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ამერიკისგან საქართველო საჩუქრად კიდევ 27 000 ტონა ხორბალს მიიღებს. იმავე რაოდენობის ხორბალი აშშ-მ საქართველოს დეკემბერშიც აჩუქა.

"აშშ-ის საელჩო აგრძელებს ქართველი ხალხის დახმარებას. მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის პროგრამის "სურსათი პროგრესისთვის" ფარგლებში საქართველოს აჩუქებს დამატებით 27 000 ტონა მაღალი ხარისხის ხორბალს, რათა დავემხაროთ ქვეყანას პანდემიის დროს", — განაცხადა კელი დეგნანმა ვიდეომიმართვაში.

დეგნანის განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ სხვა ქვეყნებმა აკრძალეს მარცვლეულის ექსპორტი, აშშ იძიებს გზებს, რომ საქართველოს დაეხმაროს მეტი ხორბლის უზრუნველყოფაში.

დეგნანის განცხადებით, ამერიკამ უკვე მილიარდ დოლარზე მეტი დოლარი დახარჯა მსოფლიოში კორონავირუსთან საბრძოლველად, ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარებისთვის.