იტალიაში, პულიას რეგიონის ქალაქ გრავინას მერმა, ალესიო ვალენტიმ განაცხადა, რომ დედამ შვილის მიერ პირველ მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალზე "ზაოდის" მიწერისთვის გასუფთავების ნებართვა ითხოვა. ამ თემაზე ვალენტიმ ვიდეო ფეისბუქზე გამოაქვეყნა და თქვა, რომ მშობლის მხარიდან ეს მისაბაძი საქციელია.

"ეს არის მშობლის მხრიდან სამაგალითო მესიჯი, მან ხელი კი არ დააფარა შვილის, არამედ ამხილა სკოლის დირექტორთან და ზიანის ანაზღაურების ნებართვა ითხოვა. მემორიალი მისი დახმარებით გასუფთავდა. მომავალში მას ჩვენ კიდევ მივხედავთ", — თქვა ალესიო ვალენტიმ.

ვიდეოში მერმა აღნიშნა, რომ ძეგლის დაზიანების გამო მიყენებული "ჭრილობა" მსგავსი დედების საქციელით "შეხორცდება". მისი თქმით, ეს 8 წლის მანძილზე მეორე შემთხვევაა, როცა ძეგლი ვანდალურად დააზიანეს.

ქალაქის მერმა მემორიალის დაზიანების შესახებ პოსტი ფეისბუქზე გუშინ, 7 მაისს გამოაქვეყნა. მერი წერდა, რომ ძეგლზე წითელი საღებავით "ზაოდის" მიწერით, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც სხვების სიცოცხლისთვის თავი გაწირეს.