დიდ ბრიტანეთში, კრონვოლში მდებარე თავშესაფარში მსოფლიოში ყველაზე პატარა და იშვიათი კატის კნუტები დაიბადნენ. ზრდასრული დაწინწკლული კატების (Prionailurus rubiginosus) სხეულის სიგრძე 35-დან 48 სანტიმეტრამდე მერყეობს, დაბადებისას ისინი თაგვზე დიდები არ არიან.

ეს სახეობა ბუნებრივად ინდოეთსა და შრი-ლანკაში ბინადრობენ და ამჟამად ისინი გადაშენებისსაფრთხის ქვეშ არიან.

ფოტო: Porfell Wildlife Park and Sanctuary

თავშესაფრის თანამშრომლები კნუტების დაცვისა და მოვლის შესაძლებლობით ბედნიერები არიან.

"ჩვენი აზრით, მსოფლიოს გარშემო არსებულ ზოოპარკებში თუ თავშესაფრებში ამ სახეობის დაახლოებით 50 წარმომადგენელი ჰყავთ", — განაცხადა თავშესაფრის წარმომადგენელმა. "კნუტები 8 კვირის არიან და მათზე დედა ზრუნავს. იგი იმდენად მზრუნველია, რომ კნუტებთან ახლოს არ გვიშვებს, სწორედ ამიტომ ჩვენ ჯერ მათი სქესი არ ვიცით".

მომვლელების განცხადებით, კნუტები ბუნაგიდან ნელ-ნელა გამოდიან და ყოველდღე უფრო ცნობისმოყვარეები ხდებიან.

"ისინი ძალიან ჯანმრთელები ჩანან და უკვე ხასიათის გარკვეულ ნიშნებსაც ავლენენ", — აცხადებს წარმომადგენელი.

COVID-19-ით გამოწვეული კარანტინის გამო თავშესაფარი ფინანსურ პრობლემებს განიცდის და სწორედ ამიტომ ფონდის მეშვეობით მოხალისეებს დახმარებას სთხოვენ.