ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, შესაძლოა, სილამაზის სალონები დათქმულ ვადაზე ადრე, ანუ ივნისამდე გაიხსნას. მისი თქმით, ჯერ სალონებს სჭირდებათ პირადი დაცვის ნივთების შეძენა, დისტანციების უზრუნველყოფა და მათ ამოწმებენ იმისთვის, რომ ვიზიტორები იყვნენ დაცული.

"სილამაზის სალონები მტკივნეული საკითხია, მათ შორის ჩემთვისაც, მერწმუნეთ. [...] თქვენ ხედავთ, რომ ჩვენ მთელი რიგი ინდუსტრცია გადმოვწიეთ უფრო ახლოს გახსნის ეტაპზე და არ გავა ბევრი დრო მანამდე, სანამ გავხსნით სილამაზის სალონებს. მაგრამ, გავითვალისწინოთ რომ ეს არის, როგორც შოპინგ მოლები, კაფეები, რესტორნები სხვა ობიექტები ადგილები, სადაც მეტია რისკი, მეტია ადამიანებს შორის კონტაქტი. ამიტომ, კიდევ ცოტა დრო გვინდა იმისთვის, რომ ყველა შევამოწმოთ, ვნახოთ მათი მზადყოფნა და თქვენც, მეც და მთელი საქართველო, ვინც მიმართავს სილამაზის სალონებს, მეტად იყოს დაცული.

ალბათ, სულ რამდენიმე ხანი გავა და შევძლებთ სალონების სტუმრობას. იმედი მაქვს ამისი, როგორც სხვები გადმოვწიეთ, აქაც იქნება ამის საშუალება", — განაცხადა მან.

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, სალონების გახსნა 8 ივნისისთვის იგეგმება.