საშემოსავლო გადასახადი, რომელიც ტურიზმის სფეროსთვის პირველ ნოემბრამდე იყო გადავადებული, 2020 წლის ბოლომდე გადავადდება. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა და ეკონომიკის მინისტრმა განაცხადეს.

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განმარტებით, ვერავის დაპირდებიან საშემოსავლოს სრულ ჩამოწერას, თუმცა გადავადების და შემდგომი ეტაბორივი გადახდის შესახებ საუბარი შესაძლებელია.

"ეს გამოუნთავისუფლებს კომპანიებს საბრუნავ საშუალებებს იმისთვის, რომ შეინარჩუნონ დასაქმებულები და გადაიხადონ ხელფასები, მიმდინარე ხარჯები და მოემზადონ ამოქმედებისთვის", — განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ.

გაიგეთ მეტი: