მამები და შვილები — თავგადასავლები იზოლაციიდან: 5 რჩევა ონლაინ გაკვეთილების გასამარტივებლად
სტატია ქვეყნდება კამპანიის "კაცები ზრუნავენ" და On.ge-ს ერთობლივი პროექტის ფარგლებში — "მამები და შვილები — თავგადასავლები იზოლაციიდან". მასწავლებელი გიორგი ლიპარიშვილი ონლაინ გაკვეთილების გასამარტივებლად ხუთ რჩევას გვთავაზობს.
ახლა, როცა სახლიც სამსახურია, როცა ადამიანების უმრავლესობა სახლში ვართ, ბავშვები კი სულ სახლში არიან, მშობელიც მასწავლებელია.
ჩემს შვილს სკოლაშიც ვასწავლიდი, ახლა ონლაინ სკოლაში გვერდითა ოთახიდან მერთვება.
გთავაზობთ ონლაინ სწავლების ხუთ ამბავს, როგორ დავაინტერესოთ შვილები ონლაინ სწავლით და როგორ გავამარტივოთ პროცესი.
დამოუკიდებლობა
უნდა წავუკითხოთ დავალება და მივცეთ დამოუკიდებლად მუშაობის საშუალება, წინადადებები რომ ააწყოს. შევუქოთ კარგი სიტყვები, მაგალითად, ერთ დავალებაში პირველკლასელმა ჩემმა შვილმა მოიფიქრა და დაწერა — "მეზღაპრე მზეს ეფიცხებოდაო". მარტივია, თბილი წინადადებაა. მხოლოდ კარნახით ბავშვებს დამოკიდებულებას მივაჩვევთ, ჩვენ კი დამოუკიდებლობა უნდა ვასწავლოთ, თან პატარაობიდან, ნახტომ-ნახტომ...
ხატვა და "კეთილი ბებერი ბუები"
შვილთან ერთად უნდა ვხატოთ — ჩვენი შეცდომებიც ვაჩვენოთ, რომ თავის დაშვებულ შეცდომასაც მიეჩვიოს და გამოსწორების გზებზეც იფიქროს. შეცდომების დაშვება უნდა ვასწავლოთ, მერე ეს შეცდომები რომ გამოასწორონ. როცა ხელოვნების მასწავლებელმა დავალება მისცა სკამის ქვეშ მიდებულ ფურცელზე დასახატად, ძლივს შევეტიე იმ სკამის ქვეშ (გამოსვლაც "უმარტივესი" იყო, თქვენც სცადეთ და მერე იცინეთ :)). ერთად ვხატეთ, შეცდომებზეც ვილაპარაკეთ, გამოვასწორეთ და შემდეგი ამბებისთვის მოვემზადეთ... ხატვისას თან ფანქრებს ვლოცავთ, შენმა მომგონმა გაიხაროსთქო — ერთ გაკვეთილზე რეზო ინანიშვილის მოთხრობა წავიკითხე და "კეთილი ბებერი ბუები დავხატეთ".
მოსმენა და "ქაღალდის ხეები"
ონლაინ სწავლას, ონლაინმუშაობას უნდა მივაჩიოთ ბავშვები, ამისთვის, გაკვეთილის მერე და მანამდეც, ერთად უნდა ვიმუშაოთ. მხოლოდ მოსმენა საკმარისი არ არის, როგორც მხატვარი კარლო კაჭარავა ამბობდა — მოსმენა გაგებას არ ნიშნავსო. ზოგჯერ, ბევრჯერ უნდა ვთქვათ, რომ გაგებამდე მივიდეთ. ქაღალდის ინჟინერიის, პოპ-აპის მეთოდით, ქაღალდის ხეები "დავრგეთ" გაკვეთილზე. გადაკეცილ ფურცელს რომ გაშლი, ხეები ამოიზრდება (ხეების ლაპარაკი, შრიალის ენა რომ გევსმოდეს, სიცილს დაგვაყრიდნენ ქაღალდით ხეებს რომ "ვრგავთ")... ზოგჯერ სიურპირიზია რას გავაკეთებთ, ზოგჯერ წინასწარ ვეუბნები. თუ ონლაინ გაკვეთილზე შეცდომა დაუშვა, ცოტა მეტი ან ცოტა ულამაზოდ ილაპრაკა, ამას განვიხილავთ, რომ შეიძლება სიტყვით ვინმეს გული ატკინოს, ხელი შეუშალოს. ამიტომ უნდა ვუსმინოთ და ველაპარაკოთ ბავშვებს.
თამაში
ხანდახან ვჭადრაკობთ, რაღაცებს თვითონ მასწავლის ონლაინგაკვეთილიდან მიღებული ცოდნით, რაღაცებს მე ვუზიარებ. თამაში სწავლაა. ერთიც აუცილებელია და მეორეც, ან ორივე ერთია. ამიტომ შვილებს უნდა ვეთამაშოთ ჭადრაკიც, ლეგოც, ხატვაც, ფეხბურთიც, გამომგონებლობანაც, რაც უნდათ, და მერე რაც ჩვენ გვინდა, ისიც შევთავაზოთ.
რჩევა — მინიატურული დროშები
შვილებს რჩევა უნდა ვთხოვოთ, აზრი ვკითხოთ. ვიდეოგაკვეთილებს ვწერ იუთუბზე, მოსწავლებლის ვიდეოგაკვეთილებს. მალე გაოცდება, მე-20 ვიდეოგაკვეთილი იქნება. ისინი ყველა ბავშვისთვისაა სოფელშიც და ქალაქშიც. ვისაც რაღაცის გაკეთება მოუნდება. იქ სხვადასხვა რაღაცას ვაკეთებ სხვადასხვა მასალისგან. მაგალითად, ერთხელ მინიატურული დროშები გავაკეთეთ, ქაღალდზე, ხელისგულზე რომ დაგევტევა. დროშები დავხატე და კბილის ან ყურისჩხირზე მივაწებეთ. ბოლოს ვაფრიალეთ მსოფლიოს, ქვეყნების მხარდასაჭერად. თუ მოსწონს ჩემი ვიდეოგაკვეთილები, მერე ჩემი შვილიც აკეთებს. ჩაწერის ამბავშიც მეხმარება, დასაწყის და ბოლო კადრებს კრიტიკულად უყურებს, მიფასებს, მირჩევს, ჩაწერისას სიჩუმითაც მეხმარება. რჩევის მიღებით, მერე თვითონაც უფრო მზად ხვდება რჩევას.
ჩვენ გაზიარების საუკუნეში ვცხოვრობთ და ერთმანეთს, გამოცდილება, ცდა, ცოდნა და უნარები უნდა გავუზიაროთ, შვილებისგან ვისწავლოთ და ვასწავლოთ ონლაინამდე და ონლაინსამყაროში ცხოვრებაც.
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაDRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს DRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს
-
გადახედვაOldboy-ის მიხედვით ინგლისურენოვან სერიალს გადაიღებენ Oldboy-ის მიხედვით ინგლისურენოვან სერიალს გადაიღებენ
-
გადახედვა"გერმანიის ელჩმა კანცლერის ციტირება სწორად მოახდინა, ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება აგენტების კანონს — როთი "გერმანიის ელჩმა კანცლერის ციტირება სწორად მოახდინა, ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება აგენტების კანონს — როთი
-
გადახედვაპროკურატურის თანამშრომლის სახელის გამოყენებით, თანხის გამოძალვის ფაქტზე, ორ პირს პატიმრობა მიესაჯა პროკურატურის თანამშრომლის სახელის გამოყენებით, თანხის გამოძალვის ფაქტზე, ორ პირს პატიმრობა მიესაჯა
-
გადახედვააზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს აზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს აქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს
-
გადახედვასაგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით საგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვარაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან რაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვასაერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი საერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი
კომენტარები