მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მინიჭებული პრივილეგიებზე TDI-ის ანგარიშის შეფასებისას მიტროპოლიტი ნიკოლოზი ჰყვება, რომ $42 ათასის ღირებულების მანქანა "პატიოსანმა ადამიანმა" შეწირა. ამის შესახებ სასულირო პირმა TV პირველთან ინტერვიუში განაცხადა:

"ჩემი ავტობომობილის საბაზრო ღირებულება იყო 42 ათასი დოლარი 2006 წელს. პატიოსანმა ადამიანმა რომ ნახა რა მანქანით დავდიოდი ჯავახეთში, ძველით, რაღაც ისეთით, შევეცოდე და შემომწირა. მინდა გითხრათ, 2006-დან დღემდე აბსოლუტურად გავცვითე, ისეთ ადგილებში დავდივარ".

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი, ასევე, ფიქრობს, რომ სახელმწიფოსგან საპატრიარქოს 25 მილიონით დაფინანსება "ძალიან ცოტაა" და მისი ეპარქია "ვალებში იხრჩობა".