ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი გზაზე, ზვავში მოყოლილი მოქალაქის ძებნას მაშველები ხვალიდან განაახლებენ. სამძებრო სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებს, რომ რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, არსებობს ზვავის გამეორებით ჩამოწოლის საშიშროება, რაც აფერხებს სამაშველო ოპერაციას.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზვავის ქვეშ ორი ადამიანი მოყვა 5 მაისს გავრცელდა. როგორც უწყებაში ამბობენ, ერთი მოქალაქის ამოყვანა მოხერხდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.