გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია ამბობს, რომ მმართველი გუნდის მხრიდან მართლმადიდებელი ეკლესიის მისამართით გაკეთებული განცხადებები მათ პოლიტიკურ მოუმწიფებლობაზე მეტყველებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, თანამდებობის პირებისგან ეკლესიაზე მსგავსი განცხადებების კეთება უკვირს, რადგან მათი ამომრჩეველი ეკლესიის წევრებიც არიან.

"ეკლესიის კლასტერის გამოყოფას მემგონი, ყველაფერი გარკვეული არის. უბრალოდ, ვწუხვარ იმაზე, რომ ამ დღეეების მანძილზე ეკლესიის წევრების სტიგმატიზაციისაკენ მოწოდებას და მცდელობას ვხედავდით. მე ასე ვაფასებ ამას. ვხედავდი, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის მთავარ სახელმწიფო ორგანოში, პარლამენტში და ზოგიერთი თანამდებობის პირებიდანაც, რაც მე მაკვირევებს. იმიტომ, რომ ამ ადამიანების ამომრჩეველი ეკლესიის წევრებიც არიან და ამგვარი შეფასება, ვფიქრობ, რომ ზუსტად მათ პოლიტიკურ მოუმწიფებლობაზე მეტყველებს", — განაცხადა მეუფე ანდრიამ.