ბრიტანელი მომღერალი ადელი 5 მაისს 32 წლის გახდა და ინსტაგრამზე ახალი პოსტით დაბრუნდა. მუსიკოსი სოციალურ ქსელში 2019 წლის დეკემბრის შემდეგ არ გამოჩენილა.

"მადლობა იმ სიყვარულისთვის, რომელიც დაბადების დღეზე მაგრძნობინეთ. ვიმედოვნებ, რომ ამ გიჟურ პერიოდში უსაფრთხოდ და ფხიზლად ხართ. მადლობა მინდა გადავუხადო იმ ექიმებს, რომლებიც ჩვენზე ზრუნავენ, პირველად დახმარებას გვიწევენ და საკუთარ სიცოცხლეს რისკავენ. თქვენ ჩვენი ანგელოზები ხართ".

თებერვალში მუსიკოსმა ახალი ალბომი მეგობრის ქორწილში დააანონსა: "ელოდეთ ჩემს ალბომს სექტემბერში", — უცნობია, შეიცვალა თუ არა მისი გეგმები კორონავირუსის პანდემიის გამო.

ფანების ყურადღებას იპყრობს ის ფაქტიც, რომ ადელის იმიჯი საგრძნობლად შეიცვალა, მას შემდეგ, რაც მუსიკოსმა წონაში დაიკლო. ამის შესახებ ადელმა დრეიკის დაბადების დღიდან გამოქვეყნებულ ფოტოს აღწერაში იხუმრა:

"ოდესღაც ცრემლად ვიღვრებოდი, ახლა კი ოფლად ვიღვრები".