დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ეკლესიის კლასტერი არ ჩამოყალიბდა.

თუმცა, მისივე ინფორმაციით, რამდენიმე სასულიერო პირი დაინფიცირებულია.

"საბედნიეროდ და დიდი მადლობა ისევ მრევლს, დიდი მადლობა საზოგადოებას, რომ ის რეკომენდაციების უმრავლესობა დღესასწაულების წინ გათვალისწინებული იქნა და ჩვენ არ გვაქვს და არ ჩამოყალიბდა ეკლესიის კლასტერი, თუმცა რამდენიმე სასულიერო პირი გვყავს დაინფიცირებული, მაგრამ რასაც ჩვენ კლასტერს ვეძახით, ასეთი არ ჩამოყალიბებულა", —განაცხადა გამყრელიძემ.