დიდმა ბრიტანეთმა კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვით იტალიას გადაუსწრო. ამის შესახებ ინფრომაციას Guardian ავრცელებს. ბოლო მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცლილთა რიცხვი 32 ათასს აჭარბებს, იტალიაში კი 29 ათასს.

შესაბამისად, გაერთიანებული სამეფო ევროპაში დაღუპულთა რიცხვით პირველ ადგილზეა.

გამოცემის ცნობით, ამ რიცხვში მთელი სამეფოს მონაცემებია გაერთიანებული, მათ შორის უელსის, შოტლანდიისა და ჩრდილოეთ ირლანდიაში დაღუპულთა რაოდენობაც.