ტომ კრუზი და ილონ მასკი ფილმის გადაღებას კოსმოსში გეგმავენ
ტომ კრუზი აქამდე რა სირთულის მისიის შესრულებისას არ გვინახავს: მანქანებით რბოლაში, თვითმფრინავით ავარიულად დაშვებისას თუ წყალქვეშ ცურვისას, მაგრამ მან გადაწყვიტა ყველაზე ოპტიმისტურად განწყობილი ერთგული ფანებიც კი გააოცოს და შემდეგი როლი კოსმოსში შეასრულოს.
უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტომ კრუზი ილონ მასკის კომპანია SpaceX-თან თანამშრომლობს, რათა კოსმოსში გადაღებული პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი შექმნან.
ეს პირველი კინოპროექტი არ იქნება, რომელთანაც კავშირი მსოფლიოში ცნობილ ინჟინერსა და ფილანთროპ ილონ მასკს ექნება: ის იყო აღმასრულებელი პროდიუსერი 2005 წელს გამოსული ფილმისა Thank You for Smoking; 2018 წელს კი მისი კომპანიის შესახებ დოკუმენტური ფილმი Mars: Inside SpaceX გადაიღეს.
ბევრისთვის ცნობილია, რომ ტომ კრუზს გადასაღებ მოედანზე დაბრკოლებები არ აშინებს: ხშირად კასკადიორების ნაცვლად თავად ასრულებს სხვადასხვა სირთულის ტრიუკებს. ამის გამო 2017 წელს Mission Impossible-ის მეექვსე ნაწილის გადაღების დროს ფეხი დაიზიანა კიდეც. თუმცა, როგორც ჩანს, მას ახალი გამოწვევები სულაც არ აბრკოლებს და კიდევ უფრო მეტი სირთულის მიზნები დაისახა მომავლისთვის.
წელს ტომ კრუზის ახალი ფილმის Top Gun: Maverick-ის პრემიერაა დაგეგმილი. 57 წლის მსახიობი ასევე ცნობილი ფრენჩაიზის შეუსრულებელი მისიის მეშვიდე ნაწილშიც იღებდა მონაწილეობას, თუმცა ფილმის გადაღებები კორონავირუსისი გავრცელების გამო გადაიდო.
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
კომენტარები