რუსეთში ექიმი იმ საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდა, სადაც COVID-19-ზე მკურნალობდა
რუსეთში, ვორონეჟის ოლქში სასწრაფო დახმარების ექიმი იმ საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდა სადაც კორონავირუსზე მკურნალობდა. წინასწარი ინფორმაციით ექიმი ალექსანდრ შუპელოვოვი მძიმე მდგომარეობაშია და რეანიმაციაში იმყოფება.
როგორც რადიო თავისუფლების რუსული ბიურო წერს, აპრილის ბოლოს ალექსანდრ შუპელოვმა თავის კოლეგასთან ერთად გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ყვებოდა, რომ კორონავირუსის დიაგნოზის მიუხედავად მუშაობას აიძულებდნენ. ექიმი ასევე აცხადებდა, რომ მედიკოსებს თავდაცვის საშუალებებით არ ამარაგებენ და ტესტებსაც არ უტარებენ.
ამის შემდეგ ოლქის ჯანდაცვის დეპარტამენტმა შუპელოვის მორიგი ვიდეო გაავრცელა, სადაც ის უკვე ყვებოდა, რომ ძველი ვიდეომიმართვა "ემოციების დროს ჩაწერა".
საავადმყოფოს ფანჯრებიდან ექიმის გადავარდნის შესახებ ინფორმაცია რუსულ მედიაში აქამდეც გავრცელებულა. მედიაზონას ინფორმაციით, კრასნოიარსკის ოლქის ერთ-ერთი საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოვალეობის შემსრულებელი, ელენა ნეპომნასჩაია სატელეფონო კონფერენციის დროს ფანჯრიდან გადავარდა. კონფერენცია რეგიონის ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელთან მიმდინარეობდა.
როგორც ინფორმაცია ვრცელდებოდა, თავდაცვის საშუალებებისა და პერსონალის ნაკლებობის გამო ექიმი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მიღების წინააღმდეგი იყო. ფანჯრიდან გადავარდნიდან ერთ კვირაში ქალი გარდაიცვალა.
გამოცემა Moscow Times ფანჯრიდან ექიმის გადავარდნის მესამე შემთხვევაზეც წერს. მათი თქმით, სასწრაფო დახმარების ექიმი ნატალია ლებედევა მოსკოვის საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდა, სადაც კორონავირუსის დიაგნოზით მკურნალობდა. ოფიციალური ორგანოები აცხადებენ, რომ ეს უბედური შემთხვევაა, თუმცა არაოფიციალური წყაროები აღნიშნავენ, რომ სავარაუდოდ ექიმმა თავი მოიკლა, რადგან კორონავირუსის გავრცელებაში ადანაშაუელებდნენ.
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
კომენტარები