თუ არ იცით როგორ გაატაროთ დრო იზოლაციაში და გიყვართ მუსიკა, მაშინ შესანიშნავი შესაძლებლობა გაქვთ სახლში გატარებული დრო ახალი მუსიკალური უნარების განვითარებაში დახარჯოთ.

ამაში თქვენ მობილური აპლიკაცია ChordIQ გამოგადგებათ. აპლიკაციით თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ სიმღერა ან დაკვრა ისეთ მუსიკალურ ინსტრუმეტებზე, როგორებიცაა გიტარა, ფორტეპიანო, საქსაფონი და სხვა. სწავლის პროცესი თამაშის პრინციპით არის აწყობილი, რომლის დროსაც თქვენ გექნებათ პრაქტიკული დავალებები, გამოცანები და სხვა სახის აქტივობები, რაც ნოტების, სიმბოლოების, აკორდების და ინტერვალების შესწავლის საშუალებას მოგცემთ. გარდა ამისა აპლიკაცია მუსიკალური სმენის განვითარებაშიც დაგეხმარებათ.

აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც iOS, ისე ანდროიდის მობილურ ოპერაციულ სისტემებზე.

თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიური სიახლეების გარეშე ცხოვრება ზოგჯერ წარმოუდგენელიცაა. ჩვენ ხშირად ვეძებთ ყოველდღიურობისთვის საჭირო აპლიკაციებსა თუ სერვისებს, რომლებიც კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად გვჭირდება.

Product Hunt ვებგვერდია, რომელიც ინოვაციების ერთგვარ გამოფენას ჰგავს. აქ პროდუქტები 4 მთავარ კატეგორიად იყოფა: ტექნოლოგიები (მობილური და ვებ-აპლიკაციები, მოწყობილობები და სხვა), თამაშები, წიგნები და პოდკასტები.

პლატფორმაზე საკუთარი პროდუქტის გამოქვეყნება ყველას შეუძლია, სხვები კი მას აფასებენ და ქულებს უწერენ. ჩვენ, ყოველ ორშაბათს, გასული კვირის განმავლობაში აღმოჩენილი ახალი პროდუქტებიდან ფავორიტს შევარჩევთ და გაგაცნობთ.