ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობას მოსახლეობისთვის "შინაპატიმრობის მეტი არაფერი ემეტება". ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

"მოვისმინეთ პრემიერმინისტრის განცხადება, რომელიც მორიგი წუწაობა და მორიგი ბლეფია. მათ აღადგინეს მშენებლობა და მშენებლობის ბიზნესი, მოგეხსენებათ, რომ არის ივანიშვილების, მმაცაშვილების, კალაძეების, წულაძეებისა და ოდიშარიების", — აღნიშნა ნათელაშვილმა.

ის მოუწოდებს მთავრობას, რომ გააუქმოს საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი და აღადგინონ ბიზნესი და ეკონომიკა.

დღეს, 4 მაისს მთავრობის სხდომა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ სამშენებლო კომპანიები მუშაობას განაახლებდნენ. ასევე, აღდგება ავტოსარემონტო სერვისის მიწოდება. ხვალიდან კი ბათუმსა და ქუთაისში ავტომანქანით გადაადგილების ყველა შეზღუდვა იხსნება.