თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, თბილისის ზღვის მიმდებარედ დედაქალაქის მერიისა და კომპანია აეკომის გამწვანების ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, 2500 ხე დაირგო.

ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, დარგულია 1 100 მუხა, 500 კავკასიური ცაცხვი, 200 მთის ნეკერჩხალი, 300 კედარი, 200 კატალპა, 150-იფანი და 50 ნეკერჩხალი. კონტრაქტორი კომპანია მცენარეების მოვლა–პატრონობას 4 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს.

ნარმანიამ სხვა კერძო კომპანიებსაც მოუწოდა ხეების დარგვისკენ:

“კომპანია აეკომმა, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, გამწვანების ღონისძიებებში ჩართვის სურვილი გამოთქვა. სწორედ ამიტომ, დღეს, მათთან ერთად ვრგავთ ხეებს. ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ჩართულობა დედაქალაქში, ეკოლოგიის თვალსაზრისით, უკეთესი გარემოს შექმნაში. ამიტომ, სხვა კომპანიებსაც მოვუწოდებთ, გამწვანების ღონისძიებებში აქტიურად ჩაერთონ“.

როგორც მერია აცხადებს, აქცია საშემოდგომო რგვების ფარგლებში გაიმართა. გამწვანების სეზონური ღონისძიებები დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება და, დედაქალაქის მასშტაბით 80 ათასი ნერგი დაირგვება.