პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს ყველა მოქალაქემ, მიუხედავად მათი ეთნიკური წარმომავლობისა, საგანგებო მდგომარეობის პირობებში მომსახურება თანაბრად მიეწოდება. ამის შესახებ გახარიამ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

თითოეულ ჩვენს რეგიონში, სადაც ცხოვრობენ ჩვენთან ერთად ეთნიკური უმცირესობები, მინდა მოვუწოდო, პირველ რიგში ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს, მაქსიმალურად გააორმაგონ შრომა იმისთვის, რომ თითოეულ ამ მოქალაქეს მივუტანოთ ყველა ის ინფორმაცია, ყველა ის შეღავათი, რომელიც შეეხება სოციალური მხარდაჭერის ნაბიჯებს", — აღნიშნა პრემიერმა.

ამასთან, მან დაავალა გუბერნატორებს, რომ გადადგან ქმედითი ნაბიჯები, რათა მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებები საქართველოს მოქალაქეებზე თანაბრად გადანაწილდეს.