საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, შიდა ფრენების აღდგენაზე მსჯელობა მიმდინარეობს. როგორც მან იმედის ეთერში აღნიშნა, საერთაშორისო ფრენების აღდგენაზე საუბარი ჯერ არაა.

რაც შეეხება ოთხი დიდი ქალაქის — თბილისის, რუსთავის, ქუთაისისა და ბათუმის გახსნას, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განმარტებით, ამ თემაზე მსჯელობა მომავალ კვირას იგეგმება, თუმცა ბევრი რამ არის დამოკიდებული ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე.

"ეს საქალაქთაშორისო გადაადგილებას არ ეხება, მაგრამ ის ინციდენტი, რასაც ბოლნისში გუშინ ჰქონდა ადგილი, ანუ დაუმორჩილებლობის ფაქტები და რეკომენდაციების შეუსრულებლობა, ჩვენ მნიშვნელოვნად გვიცვლის სურათს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, მოქალაქეები დადგენილ წესებს და რეკომენდაციებს დაემორჩილონ", — აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა