მსოფლიო ჯანდაცვის ორგაიზაცია (WHO) მიიჩნევს, რომ კორონავირუსის გამო გლობალური ჯანდაცვის მდგომარეობა ჯერ კიდევ საგანგებოა. ამის შესახებ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საგანგებო კომიტეტი სხდომის შემდეგ განაცხადეს, რომელზეც ექსპერტებმა ეპიდემიის ამჟამინდელი ვითარება შეაფასეს.

კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა, დიდიე ჰუსინმა განაცხადა, რომ Covid-19-ის პანდემია "არ დასრულებულა" და კორონავირუსზე ჯერ კიდევ ბევრი რამ უცნობია. მისი თქმით, კორონავირუსის სამკურნალოდ ჯერ კიდევ არ არსებობს ვაქცინა და ლიცენზირებული თერაპიის საშუალებები.